Belive

ოფიციალურად: გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის კონტრაქტს ხელი მოაწერა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე ახალი საკალათბურთო სეზონიდან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იასპარეზებს. გოგა 2019 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის მე-18 არჩევნად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია. ინდიანა გოგას წელიწადში 2.9 მილიონ დოლარს გადაუხდის.

"ინდიანას" ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გოგასთან კონტრაქტის დადება ოფიციალურად დაადასტურა: "გოგა 2019 წლის დრაფტზე, ჩვენთვის პირველი რაუნდის მე-18 არჩევანი გახლდათ. ის ევროსარბიელზე "ბუდუჩნოსტის" რიგებში ასპარეზობდა და ევროპის "ამომავალი ვარსკვლავის" 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებულია".

სხვა სტატიები