Belive

ოფიციალურად: ინდიანა პეისერსმა მაკმილანი გაათავისუფლა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ინდიანა პეისერსმა" ნეით მაკმილანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. 56 წლის სპეციალისტს გუნდმა საშინლად ჩატარებული პლეი-ოფი არ აპატია. შეგახსენებთ, რომ ინდიანაპოლისელები პირველ რაუნდში "მაიამი ჰიტთან" უშანსოდ, 0:4 დამარცხდნენ. "ინდიანა პეისერსის" ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი მწვრთნელის ვინაობას გუნდი მალე დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე მაკმილანისგან სადებიუტო სეზონში დიდ სათამაშო დროს არ იღებდა. ქართველი ცენტრს პლეი-ოფში პარკეტზე წუთიც არ გაუტარებია.

სხვა სტატიები