Belive

ოფიციალურად | ნიკოლა იოკიჩი ევრობასკეტზე იასპარეზებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის, ზედიზედ 2-გზის MVP-ი, ნიკოლა იოკიჩი ევრობასკეტზე იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას, სერბეთის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იოკიჩი სერბეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, უახლოეს პერიოდში შეუერთდება და გუნდთან ერთად ევრობასკეტისათვის მოემზადება. FIBA-სა და NBA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იოკიჩი სერბეთს პირველივე შესაძლებლობის დროს შეუერთდება. "რა თქმა უნდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეებს, ოფსეზონზე შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, თავისუფალი დღეების მაქსიმალური რაოდენობა გაატარონ. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, ნიკოლა იოკიჩი პირველივე შესაძლებლობისთანავე შემოგვიერთდება", - აღნიშნა დრაგან ტარლაჩმა. შეგახსენებთ, სერბეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე D-ჯგუფში - ჩეხეთის, ისრაელის, ფინეთის, პოლონეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები