Belive

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება აშშ-ში – ქართველი კალათბურთელი Big East-ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ქართველი მძიმე ფორვარდი მწვრთნელებმა საკუთარ პოზიციაზე ერთხმად აირჩიეს. სანდრომ, რომელსაც წელს “სეტონ ჰოლის” რიგებში მე-4 სეზონი ჰქონდა, საოცარი შედეგი აჩვენა. მამუკელაშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და საშუალოდ 17.8 ქულას (მეორე შედეგი კონფერნეციაში), 7.3 მოხსნა (მე-6 შედეგი) და 3.1 ასისტი მოაგროვა. გარდა ამისა, 22 წლის ქართველი რამდენჯერმე გახდა კონფერენციის კვირის და “სეტონ ჰოლის” თვის საუკეთესო კალათბურთელი. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის. ის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და NCAA-ში ყველაზე პრესტიჟულია.

სხვა სტატიები