Belive

ოფიციალურად: ტომპსონი და ირვინგი მიმდინარე სეზონში ვერ იასპარეზებენ

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
"გოლდენ სტეიტ უორიორსისა" და "ბრუკლინ ნეტსის" ლაზარეთში საკმაოდ უსიამოვნო ამბებია. შეიძლება ითქვას, რომ ტრავმირებული ლიდერების გარეშე მოასპარეზე "გოლდენ სტეიტისათვის" რეგულარული სეზონის მთავარ ამოცანას დასავლეთ კონფერენციის ფსკერიდან ამოსვლა და ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა წარმოადგენს. საპირისპიროდ, "ბრუკლინ ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. პლეი-ოფში ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში, "ბრუკლინს" კაირი ირვინგი ვერ დაეხმარება - ოფიციალურად დადასტურდა, რომ ირვინგისათვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. "ნეტსის" გენერალური მენეჯერის, შონ მარქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კაირი ირვინგსს მარჯვენა მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება. სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ირვინგი პარკეტზე დაბრუნებას მომავალი სეზონის სტარტამდე ვერ შეძლებს - დაბრუნების კონკრეტული თარიღი კი ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი. "კაირი საოცრად დამწუხრებულია. ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს მომდევნო 2-3 თვის განსაზღვრა - "ბრუკლინ ნეტსს" გაცილებით უფრო დიდი გეგმები აქვს, რომელიც მომდევნო წლებზეა გათვლილი", - აღნიშნა შონ მარქსმა. "გოლდენ სტეიტ უორიორსი" გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაშია. სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის არყოფნამ ოკლენდელების სეზონი ჩააგდო. შედარებით ოპტიმისტურია კარის პროგნოზი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდეს მაგრამ კლეი ტომპსონს მიმდინარე სეზონში ვერ ვიხილავთ. ოკლენდელთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კლეი ტომპსონის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს თუმცა მიმდინარე სეზონში მისი დაბრუნება გამორიცხულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტომპსონი "გოლდენ სტეიტს" სექტემბერში, 2020/21 წლების წინასასეზონო საწვრთნელ ბანაკში შეუერთდება. შეგახსენებთ, კლეი ტომპსონმა 2019 წლის 14 ივნისს, დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-6 მატჩში, "ტორონტოს" წინააღმდეგ ასპარეზობისას მიიღო ტრავმა.

სხვა სტატიები