Belive

ორმაგი დუბლი და ტურის MVP-ს წოდება - შერმადინი შესანიშნავ ფორმაშია

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ACB ლიგის მე-10 ტურში, "ტენერიფემ" საშინაო არენაზე, "რეალ ბეტისი" 94:89 დაამარცხა, მატჩის MVP კი სწორედ საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა. ქართველმა ცენტრმა ნათამაშებ 32 წუთში ყველაზე მეტი - 24 ქულა მოაგროვა, ბურთი ფარიდან 11-ჯერ მოხსნა, 2 შედეგიანი პასიც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მოგვიანებით, 30 წლის კალათბურთელი მთლიანად ტურის ყველაზე შედეგიან მოთამაშედაც აღიარეს. "სან კრისტობალელებმა" მიმდინარე სეზონში მეექვსე შეხვედრა მოიგეს და 12 ქულით გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში, შერმადინის გუნდი "ბარსელონას" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები