დღეს “მილოუკი ბაქსმა” საზაფხულო ლიგის მორიგი შეხვედრა “ვაშინგტონ ვიზარდსთან” გამართა და 83:93 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებული თამაშისა, სანდრო მამუკელაშვილი დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა “ბაქსის” რიგებში მე-2 ორმაგი დუბლი მიითვალა. ახალგაზრდა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა, 5 გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
მამუკელაშვილის თამაშით NBA-ის არაერთი ექსპერტი აღფრთოვანდა. ისინი ვარაუდობენ, რომ სანდროს მოქმედი ჩემპიონის როტაციაში მოხვედრა არ გაუჭირდება.
“მილოუკი” საზაფხულო ლიგის მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს, “დენვერთან” გამართავს.
Mamu getting buckets. pic.twitter.com/eJEX6VlZ4f
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 15, 2021