Belive

"ოცნების გუნდის" ვეტერანი ოქროს მედალს ყიდის და უსახლკაროებს ეხმარება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
წარმატებული სპორტსმენების უმეტესობა ოლიმპიურ ოქროს მედალს ალბათ ვერასდროს შეელევა, თუმცა ასე არ ფიქრობს 1992 წლის ამერიკის საკალათბურთო ნაკრების წევრი ჩარლზ ბარკლი. "ოცნების გუნდის" ერთ-ერთი ვარსკვლავი საკუთარი მშობლიურ ალაბამას შტატის ქალაქ ლიდსში უსახლკაროთათავის საცხოვრებლის აშენების მიზნით, ოლიმპიური თამაშების უმაღლეს ჯილდოსა და NBA-ს MVP-ის ტიტულის აუქციონზე გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ ვეტერანმა კალათბურთელმა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. "არ მგონია, იმან რაიმე ხეირი მომიტანოს, რომ ქუჩებში ჩემი ოქროს მედლებით ვიარო და ხალხს შევახსენო ვინ ვარ. სჯობს ეს ჯილდოები უკეთეს სამქეს მოვახმარო",-თქვა ბარკლიმ ბირმინგემის რადიოს ეთერში. ბარკლი 1992 და 1996 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია. მის დას სურს, რომ ბარსელონაში მოპოვებული მედალი შეინარჩუნოს, რადგან ეს "ოცნების გუნდს" ახსენებს. ყველა ჯილდოს ბარკლი გარდაცვლილი ბებიის სახლში ინახავს. ნაციონალური საკალათბურთო ასოცოაციის რეგულარულ გათამაშებაში საუკეთესოდ 57 წლის კალათბურთელი 1993 წელს "ფენიქს სანსის" შემადგენლონაში დაასახელეს

სხვა სტატიები