Belive

პაატა გურასპაული: "საქართველო უმნიშვნელოვანეს ტურნირს უმასპინძლებს, ეს არის ქვეყნის წარმატება"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველო ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს, იგივე ევრობასკეტს უმასპინძლებს! საქართველო იტალიასთან, ჩეხეთთან და გერმანიასთან ერთად, ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფის მასპინძელი იქნება. ტურნირი 17 აგვისტოს აიღებს სტარტს და 29 აგვისტომდე გაგრძელდება. 16 ივლისს, 16:30 საათზე ქართული დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ევრობასკეტის მასპინძლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული წარმატება სრულიად საქართველოს მიულოცა.

სხვა სტატიები