Belive

პაემანზე მყოფმა შაკილ ო'ნილმა რესტორნის ყველა სტუმრის ანგარიში გადაიხადა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდა - შაკილ ო'ნილი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა, პაემანზე ყოფნის დროს, ნიუ იორკის ერთ-ერთი რესტორნის ყველა სტუმრის ანგარიში გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ო'ნილმა მხოლოდ მაგიდების მომსახურების სანაცვლოდ, $25,000 გადაიხადა, რის შემდეგაც რესტორნის თანამშრომლები სოლიდური თანხით დაასაჩუქრა. მართალია ო'ნილის ქონება $400 მილიონს შეადგენს, თუმცა, ლეგენდის კეთილშობილური საქციელი, ნამდვილად დასაფასებელია. წყაროს მტკიცებით, 50 წლის ო'ნილმა, რომელიც ამჟამად საკალათბურთო მიმომხილველის ამპლუაში გვევლინება, რესტორანში მყოფი ყველა სტუმრის ნაცვლად გადაიხადა. ლეგენდამ უყურადღებოდ არც მომსახურე პერსონალი დატოვა - რესტორნის თანამშრომლებმა ყველაზე დიდი "ბონუსი" გამოიმუშავეს, ვიდრე ოდესმე. იმ დროისათვის, რესტორანში 40 მაგიდა იყო დაკავებული, ო'ნილმა თანამშრომლებს სთხოვა, რომ სტუმრებისათვის მისი ვინაობა არ გაემხილათ. რესტორანში შაკილ ო'ნილი უცნობ ქალბატონთან ერთად, პაემანზე იმყოფებოდა.

სხვა სტატიები