Belive

პატი მილსის 42 ქულა - ავსტრალიამ სლოვენიას მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107-93 დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ავსტრალიელებს 42 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით პატი მილსმა ულიდერა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო ჯო ინგლსის ანგარიშზე. სლოვენიელთა შემადგენლობაში 22 ქულით, 8 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. 18 ქულას, 7 მოხსნას, 2 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი კლემენ პრეპელიჩმა. ავსტრალიამ კალათბურთში ოლიმპიური მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად შეძლო.

სხვა სტატიები