Belive

პაუ გასოლმა კარიერა დაასრულა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ესპანური კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ პაუ გასოლმა კარიერა დაასრულა. 41 წლის სპორტსმენმა პროფესიონალური კარიერა 1998 წელს "ბარსელონას" რიგებში დაიწყო, 2001 წელს კი გასოლის ამერიკული ტურნე დაიწყო, სადაც 2019 წლამდე ითამაშა. ესპანელმა ცენტრმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 5 გუნდი გამოიცვალა, ქრონოლოგიურად ასე: "მემფისი" (2001-2008); "ლეიკერსი" (2008-2014); "ჩიკაგო" (2014-2016); "სან ანტონიო" (2016-2019); "მილუოკი" (2019). ზემოთხსენებული გუნდებიდან, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტიტულების კუთხით "ლეიკერსი" გახლდათ, სადაც ორჯერ, 2009 და 2010 წლებში საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. "პირველ რიგში მინდა გამოვყო ჩემი თანაგუნდელი, კობი ბრაიანტი, რომელიც ძალიან მინდა რომ აქ იყოს, მაგრამ.. ცხოვრება ასეთია და რიგ შემთხვევებში ძალიან უსამართლო..." ჩვენ ძალიან გვენატრება ორივე, კობი და მისი ქალიშვილი ჯიჯი.კობიმ მასწავლა თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი უკეთესი ლიდერი და უკეთესი მოთამაშე და ისიც, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი გამარჯვებული. ის მუდამ უფროს ძმად მიმაჩნდა. მადლობა კობი", - ასე მიმართა პაუ გასოლმა საზოგადოებას მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს. გასოლმა ყოველწლიური ვარსკვლავური მატჩი 6-ჯერ ითამაშა (All star) - 2006, 2009, 2010, 2011, 2015 და 2016 წლებში. გასოლმა კარიერა მშობლიურ გუნდში, "ბარსელონას" რიგებში, დაასრულა.

სხვა სტატიები