Belive

ფევაძის 22 ქულა | ქართველი ლეგიონერის გუნდის პირველი გამარჯვება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ, ახალი სეზონიდან ევროპული კარიერა დაიწყო. ის "გრან კანარიას 2"-ის რიგებში ასპარეზობს, სადაც 23 წლის ქართველმა ამ დროისათვის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. რანგით მესამე დივიზიონში - LEG Silver-ში, "გრან კანარია" "ვალენსიას" ესტუმრა და შეხვედრა 4-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 83:87, მოიგეს. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 38 წუთში, 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. LEG Silver-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში. "გრან კანარია 2" (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება. ფევაძის გუნდი მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, საკუთარ არენაზე, "რეალ კანოესთან" ჩაატარებს.