Belive

ფინალურ სერიაში ცსკა მნიშვნელოვნად დაწინაურდა | შენგელიას 18 ქულა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საპლეიოფო დაპირისპირებები დასკვნით ფაზაში გადავიდა, რაც საფინალო სერიას გულისხმობს. ფინალურ სერიაში ერთმანეთს ოპონირებას "ცსკა" და "უნიქსი" უწევენ, სადაც არმიელებმა პირველი მოგებული მატჩის შემდეგ, მეორეც საკუთარ აქტივში მიითვალეს. ყაზანში გამართული შეხვედრა "არმიელებმა" 19-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 57:76, მოიგეს. ქართველი ლეგიონერი, თორნიკე შენგელია, პარკეტზე 25:15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ერთობ შედეგიანი მატჩიც ჩაატარა, მისი მონაგარი 18 ქულას, 2 შედეგიან გადაცემას, 7 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და ერთ დაფარებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფინალური სერია 3-გამარჯვებამდეა, შესაბამისად "ცსკა"-ს ტიტულის მოგებამდე ერთადერთი შეხვედრის წარმატებით დასრულება მართებს.

სხვა სტატიები