Belive

ფინიქს სანსმა დენვერ ნაგეთსს მესამე მატჩიც მოუგო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში ,,დენვერ ნაგეთსმა'' ,,ფინიქს სანსს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 102:116 დამარცხდა. მონტი უილიამსის გუნდმა მეტოქეს ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოუგო. ,,დენვერს'' ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 40 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა - 32 ქულა, 20 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. სერბი, უილტ ჩემბერლენისა და კარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ, გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ფლეიოფში 30-ქულიანი, 20-მოხსნიანი და 10-პასიანი სამმაგი დუბლი მიითვალა. 21 ქულა და 5 ასისტი იყო მონტე მორისის ანგარიშზე. ,,ფინიქსის'' შემადგენლობაში დევინ ბუკერი გამოირჩა - უკანახაზელმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 27 ქულას, 8 შედეგიან გადაცემას, 6 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი კრის პოლმა. ,,ნაგეთსსა'' და ,,სანსს'' შორის მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 14 ივნისს, კვლავ დენვერშია ჩანიშნული.
მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები