Belive

ფინიქსმა კლიპერსს სტუმრად მოუგო და სერიაში დიდი უპირატესობა მოიპოვა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსი'' შინ ,,ფინიქს სანსთან'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80-84 დამარცხდა. შედეგად, ,,სანსი'' სერიაში 3:1 დაწინაურდა და სუპერფინალში გასასვლელად გუნდს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება. ,,კლიპერსს'' პოლ ჯორჯმა ულიდერა, რომელმაც 42 წუთში 23 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო რეჯი ჯექსონის ანგარიშზე. ,,სანსის'' რიგებში 25 ქულით, 2 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დევინ ბუკერი გამოირჩა. ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა - 19 ქულა, 22 მოხსნა, 4 დაფარება, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა სამშაბათს, 29 ივნისს, ფინიქსში გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები