Belive

პირადი რეკორდი და ორმაგი დუბლი - გოგამ შარლოტთან გაიბრწყინა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, NBA-ის პლეი-ინის მეოთხედფინალში "ინდიანა პეისერსი" "შარლოტ ჰორნეთსს" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 144:117 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 19 წუთი მიეცა ქართველ ცენტრ, გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის პლეი-ოფში ჩატარებული სადებიუტო თამაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გოგამ "შარლოტის" წინააღმდეგ 14 ქულა დააგროვა, რაც მისი NBA-ის კარიერის რეკორდია. გარდა ამისა, 21 წლის ქართველის ანგარიშზე 10 მოხსნაა, (6 მეტოქის ფარზე) რითაც, შესაბამისად, ბითაძემ ორმაგი დუბლიც შეასრულა. ბითაძემ პირად მონაგარს 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 გადაცემა მიუმატა.  

სხვა სტატიები