Belive

პირველად NBA-ს ისტორიაში - იანის ანტეტოკუნმპოს ფენომენალური მიღწევა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
აღმოსავლეთ კონფერენციის პირველმა ნომერმა, „მილუოკმა" „ორლანდო" კიდევ ერთხელ დაამარცხა და სერიაში 3-1 დაწინაურდა. "მილუოკმა" გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვა და საბოლოოდ 121-106 გაიმარჯვა. „მილუოკის" წარმატებაში დიდი წვლილი ბერძენმა სუპერვარსკვლავმა შეიტანა. ანტეტოკოუნმპომ 31 ქულა, 15 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. იგი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საწყისი 4 შეხვედრიდან ყველაში მინიმუმ 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

სხვა სტატიები