Belive

პოლ ჯორჯის ბრწყინვალე პერფორმანსი ჰიუსტონის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება შედგა.

დაძაბული მატჩი "კლიპერსის" გამარჯვებით, 95:93 დასრულდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, იმ დროს, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (93:93) ფიქსირდებოდა, "კლიპერსის" უკანასკნელი შეტევა საკუთარ თავზე პოლ ჯორჯმა აიღო. "კლიპერსის" ფორვარდმა მეტოქე ბრწყინვალე მოძრაობებით ჩამოიშორა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პარკეტზე გატარებულ 37:58 წუთში, პოლ ჯორჯმა 35 ქულის, 9 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, რითიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

სხვა სტატიები