Belive

პოცეკომ სერბეთთან მოგების შემდეგ, კალათბურთელებს საკუთარი საკრედიტო ბარათი მისცა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, სერბეთთან სენსაციურ მოგებაზე ისაუბრა.

სპეციალისტმა კალათბურთელებს გამარჯვების აღსანიშნად საკუთარი საკრედიტო ბარათი მისცა:

,,ეს იტალიის კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა, იმაზე დიდიც, ვიდრე 2004 წელს, ათენის ოლიმპიადის ნახევარფინალში, ლიეტუვასთან, როცა პარკეტზე მეც ვიყავი.

მელი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია, ასე ვფიქრობ და ამის მჯერა... მას წარმოუდგენელი IQ აქვს და მისნაირი არავინ მინახავს. ნიკოლომ ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს. მისი თამაში გადამწყვეტი იყო, მაგრამ შედეგი ყველას დამსახურებაა.

მოგების შემდეგ, ჩემს კალათბურთელებს საკრედიტო ბარათი მივეცი, მათ მოგების აღსანიშნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. დამემუქრნენ, რომ არასწორი პინკოდი არ მეთქვა,'' - განაცხადა პოცეკომ.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი სერბეთი 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:86 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე პოცეკოს გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები