Belive

ქართველების ბასკონიამ ევროლიგის ფლეი ოფში ცსკა დაამარცხა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულა ევროლიგის საფლეიოფო მატჩი მოსკოვში, სადაც ადგილობრივი "ცსკა" ესპანურ "ბასკონიას" დაუპირისპირდა და მატჩი 68:78 დათმო. სტუმართა შემადგენლობაში ორივე ქართველი კალათბურთელი თამაშობდა: თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ერთ-ერთ ლიდერებთან ( "ცსკასთან" ) გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 22:37 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი შემდეგია: 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.   რაც შეეხება ჩვენს ნატურალიზირებულ მოთამაშეს, მეტ ჯენინგმა პარკეტზე 9:26 წუთი გაატარა,  ამ დროში კი მან 3 ქულას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. შეგახსენებთ, რომ ეს გამარჯვება "ბასკონიასთვის" მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ამ გამარჯვებით ევროლიგის ფლეი ოფში რუსულ კლუბთან ანგარიში გაათანაბრეს (1:1). ესპანურ-რუსული რიგით მესამე დაპირისპირება 24 აპრილს ესპანეთში გაიმართება.
 

სხვა სტატიები