Belive

ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე ტური ესპანეთში!

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის "ბასკონია" შინ "გრან კანარიას" დაუპირისპირდა და ახალი მწვრთნელის ველიმირ პერაშოვიჩის ხელმძღვანელობით მეტოქე 91-76 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ თოკოს ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის MVP-სათვის დაწესებული პრიზი გადასცეს. რაც შეეხება მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე 27:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 16 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22-ს მიაღწია და ამ შედეგით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მეთ ჯენინგმა 26:36 წუთში 15 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11 შეადგინა. გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად "მორაბანკ ანდორას" დაუპირისპირდა და მეტოქე 84-95 დაამარცხა. შეუდარებელი იყო შერმადინი რომელმაც 20:53 წუთში 17 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 10 მოხსნა მოაგროვა ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 31-ს! უწია და ამ შედეგით მიმდინარე ტურში მხოლოდ ტენერიფელ ხავიერ ბეირანს ჩამორჩა. ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის "გიპუზკოა" სტუმრად ჩემპიონატის ფავორიტს მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 104-71 განადგურდა. ვიაჩესლავ ბობროვთან ერთად თავის გუნდში საუკეთესო იყო დუდა სანაძე რომელმაც 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და მოედანზე გატარებულ 25:10 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11-ს უწია, ამ შედეგით კი მას ბადალი არ ჰყოლია გუნდში. ბექა ბურჯანაძე მოედანზე 17:28 წუთი იმყოფებოდა და ამ ხნის მანძილზე 2 ქულა,5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

სხვა სტატიები