Belive

ყველაზე მდიდარი კალათბურთელების ხუთეული

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს სპორტსმენების მიერ გამომუშავებული თანხის ოდენობა. გთავაზობთ 5 კალათბურთელს, რომელიც 2020 წლის მონაცემებით, გამომუშავებული თანხის მხრივ საუკეთესონი არიან. მაიკლ ჯორდანი - ლეგენდარული მაიკლის გვერდით დაუჯერებელი ციფრი 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი წერია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ჯუნიორ ბრიჯმენი - ჯორდანი ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც მილიარდერებში ირიცხება, ჯუნიორ ბრიჯმენი კი ამ სტატისტიკურ ჭრილში, მეორე პოზიციას 600-მილიონ დოლარიანი მაჩვენებლით იკავებს. ჯუნიორ ბრიჯმენის აღნიშნულ სიაში მოხვედრა მისმა ბიზნესკარიერამ განაპირობა, ის საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს კვების ტიპის ბიზნესში, შესაბამისად მისთვის ფინანსური თვალსაზრისით კალათბურთელობაზე გაცილებით მეტად პროდუქტიული ბიზნესი აღმოჩნდა. მაჯიქ ჯონსონი - ლეგენდარული კალათბურთელი ჯუნიორ ბრიჯმენთან ერთად მაიკლ ჯორდანის შემდეგ ყველაზე მდიდარ კალათბურთელებში საუკეთესო პოზიციაზეა, მისი მონაგარი 600 მილიონი დოლარია. კობი ბრაიანტი - მიუხედავად კობის გარდაცვალებისა ის კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე მდიდარი კალათბურთელების ხუთეულში, შავი მამბას მონაგარი 500 მილიონი დოლარია. ლებრონ ჯეიმსი - მეფე, რომელიც ჩვენი სტატისტიკის ხუთეულის ერთადერთი მოქმედი კალათბურთელია 480 მილიონი დოლარით მეხუთე პოზიციას იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველასათვის კარგად ცნობილი შაკილ ო'ნილი 400 მილიონი დოლარით, ყველა დროის ყველაზე მდიდარი კალათბურთელების სიაში მე-6 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები