Belive

რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის ტრანსფერით?

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
არგენტინელი სუპერვარსკვლავის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შედეგად, კალათბურთის ლეგენდამ 6 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. მაიკლ ჯორდანის კუთვნილის კომპანიის (Air Jordan) ლოგო პარიზული გრანდის სათამაშო ფორმაზეა გამოსახული. "პარი სენ-ჟერმენის" სათამაშო ფორმა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Air Jordan-ის მიერაა წარმოებული. პარიზელებსა და ჯორდანის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "პსჟ"-ს ფორმის თითოეული გაყიდული კომპლექტის 5% Air Jordan-ს ეკუთვნის. El Grafico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა ლეო მესის მაისურების რეკორდული რაოდენობა გაყიდეს. შემოსული თანხის 5% 6 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები