რა უყვარს გოგას – ინდიანას პოსტი ქართველ კალათბურთელზე

“ინდიანა პეისერსის” ოფიციალურმა გვერდმა გოგა ბითაძის შესახებ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

ინდიანაპოლისელთა პრესსამსახურმა 19 წლის ქართველი ცენტრის ინტერესები გამოიკვლია.

როგორც აღმოჩნდა, გოგა მზარეული გამოდგა, რადგან მან განაცხადა, რომ შესანიშნავ ორაგულს აკეთებს.

ბითაძის საყვარელი სატელევიზიო გადაცემა La Casa De Papel-ი და Naruto-ა, ხოლო ფილმი – “ბეჭდების მბრძანებელი.”

ვიდეოთამაშების მხრივ ახალგაზრდა კალათბურთელის არჩევანი Call Of Duty-სა და Fortnite-ზე შეჩერდა, ხოლო აპლიკაციები – Youtube და Instagram-ი.

რაც შეეხება არტისტებს, გოგასთვის გამორჩეული მუსიკოსები ამერიკელი რეპერები როდ ვეივი და A Boogie wit da Hoodie არიან.

რა უყვარს გოგას - ინდიანას პოსტი ქართველ კალათბურთელზე 1

(577)

რა უყვარს გოგას – ინდიანას პოსტი ქართველ კალათბურთელზე

სტატიის ავტორი
-