Belive

რასელ ვესტბრუკის ფენომენალური მაჩვენებელი | ისტორიული რეკორდი NBA-ში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასკვნითი ფაზისკენ გადადის, შედეგად კი შეხვედრები სულ უფრო სანახაობრივი, დრამატული და საინტერესო გამოდის. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში რასელ ვესტბრუკი მოხვდა. "ვაშინგტონის" კალათბურთელმა საკუთარ გუნდს "ინდიანას" წინააღმდეგ 13-ქულიანი უპირატესობით "მოაგებინა". რასი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია ვინც 2-ჯერ შეძლო და სამმაგი დუბლი ისე დააფიქსირა, რომ შედეგიანი გადაცემების და მოხსნების რაოდენობა 20-ს აღემატებოდა, ასეთი რამ მხოლოდ უილტ ჩემბერლენს, კარიერაში ერთხელ ჰქონდა გაკეთებული. ვესტბრუკმა "ინდიანას" წინააღმდეგ 14 ქულას, 24 შედეგიან გადაცემასა და 21 მოხსნას მოუყარა თავი. "ვაშინგტონმა" კი მეტოქეს ანგარიშით - 154:141 სძლია. აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკისათვის ზემოთხსენებული სამმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში 32-ე გახლდათ, კარიერაში კი 178-ე. "ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 გამარჯვებითა და 35 მარცხით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, რაც შეეხება გოგა ბითაძის გუნდს, ინდიანაპოლისელები 30 გამარჯვებით და 34 მარცხით "ვაშინგტონს" ზუსტად 1 საფეხურით უსწრებენ.

სხვა სტატიები