Belive

"რასიზმის ამ დონემ ჩემი ცხოვრება შეცვალა" - კევინ ლავმა ბავშვობის მძიმე მოგონება გაიხსენა 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"კლივლენდ კავალიერსის" ფორვარდმა კევინ ლავმა გაიხსენა, რომ პირველად ის სერიოზული რასიზმის წინაშე შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა კევინი მოზარდი იყო და ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ლავის გუნდი, რომელშიც ფერადკანიანი კალათბურთელების ჯგუფი თამაშობდა, ვირჯინიაში გასვლით მატჩზე გაემგზავრა, თუმცა მათ იქ საუკეთესო დახვედრა არ მოუწყვეს. "გუნდის წევრები სადილზე წავიდნენ, მაგრამ მათ სამსახური არავინ გაუწია. ის კი არა, ჩემი თანაგუნდელებისთვის სასადილოში ადგილიც კი ვერ მოიძებნა. მათ არ სურდათ ჩვენი გუნდის მომსახურება.  რთიერთობის ზოგიერთ ფორმას, თან მძიმე დისკრიმინაცია ახლავს.  პირველად შეხვდი რასიზმის ამ დონეს, ასეთი რამ იქამდე არასდროს მენახა. ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემს გუნდს არ ემსახურებოდნენ და ეს 21-ე საუკუნის პირველ წლებში მოხდა", - თქვა 32 წლის კალათბურთელმა. ამერიკელი მძიმე ფორვარდი 2008-14 წლებში "მინესოტა ტიმბერვულვზში" გამოდიოდა, 2014 წლიდან დღემდე კი "კავალიერსის" ღირსებას იცავს და 2016 წელს ეროვნული საკალათბურთო ლიგის ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები