Belive

რატომ ეწერა თოკო შენგელიას დღევანდელ მატჩში თევზაძე? (ფოტო)

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

დღეს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის "ბასკონია" შინ "მანრესას" დაუპირისპირდა და მეტოქე 82:71 დაამარცხა. მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის საქართველოს ნაკრების ლიდერი, თოკოს ანგარიშზე მოედანზე გატარებულ 24:41 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი იყო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 23-ს უწია, ამ შედეგით იგი თავის გუნდში საუკეთესო გახდა, პარკეტზე მყოფთაგან კი მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის მცველს, გაბრიელ ლუნდბერგს ჩამორჩა. აღსანიშნავია რომ 5 მაისი ესპანეთში დედის დღეა, სწორედ ამიტომ კალათბურთელებს მაისურებზე დედის გვარები ეწერათ, თოკოს 23 ნომრიან მაისურზე კი შენგელიას გვარი თევზაძით შეიცვალა.

View this post on Instagram

💙❤️ ¡Porque madre no hay más que una! 🌹 . . . #GoazenBaskonia

A post shared by Baskonia (@baskonia1959) on

დღესვე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ბექა ბურჯანაძის "გიპუზკოამ", რომელმაც უშუალო კონკურენტ "მურსიას" სტუმრად 74:61 სძლია, მატჩის MVP კი სწორედ ბექა გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 29:22 წუთში თავი 13 ქულას,6 მოხსნას და 2 ასისტს მოუყარა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18-ს უწია რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

სხვა სტატიები