Belive

რეალი ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანური საკალათბურთო გრანდი, "რეალი" პრე-სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა. "ლიგა ენდესას" ერთპიროვნული ლიდერი და ესპანური კალათბურთის ყველაზე ტიტულოვანი გრანდი წინა სასეზონო მომზადებას ფრანგულ "ასველთან" ერთად გადის. მომავალი სეზონისათვის მზადებას "რეალი" და "ასველი" ერთობლივად შეუდგნენ. მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, პაბლო ლასომ გუნდი სრული შემადგენლობით შეკრიბა. ინდივიდუალურ და გუნდურ დონეზე, მადრიდელები ინტენსიურად ვარჯიშობენ, რათა სეზონს ოპტიმალური ფორმით დახვდნენ. ერთობლივი ვარჯიშების შემდეგ, "რეალი" და "ასველი" პრე-სეზონის ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პარკეტზე ექსპერიმენტული შემადგენლობით მყოფი "რეალი" 79:80 დამარცხდა მოწინააღმდეგესთან. პრე-სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას, მადრიდელები, "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ, პარასკევს (7 სექტემბერი) გამართავენ. "ლიგა ენდესას" და ევროლიგის ქართველ გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი, სტარტს 29 სექტემბერს აიღებს. ევროლიგის მატჩები 11 ოქტომბერს დაიწყება.

სხვა სტატიები