Belive

როდის დაბრუნდება ბითაძე? მაკმილანის კომენტარი ქართველი ცენტრის მდგომარეობაზე

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA სეზონის განახლებისთვის ემზადება. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრე-სეზონის თამაშები მიმდინარეობს, რის შემდეგაც რეგულარული სეზონის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა გოგა ბითაძის მდგომარეობა. ქართველ ცენტრს ინდიანაპოლისთა მიერ სეზონის განახლებამდე ჩატარებულ შეხვედრებში არ უთამაშია. როგორც ცნობილია, იქიდან გამომდინარე რომ, კარანტინის პირობებში სრულფასოვნად მომზადება შეუძლებელი იყო, გუნდთან ერთად დიდი დატვირთვისას "ინდიანას" ცენტრმა მუხლზე მცირე დაზიანება მიიღო.
"ინდიანას" მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გოგას მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა: "მისგან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერს ველოდები."
აღნიშნული განცხადება მაკმილანმა "დალასთან" თამაშამდე გააკეთა. "ინდიანამ" დღეს ღამით მეტოქე 118:111 დაამარცხა. შემდეგ წინასასეზონო მატჩს "ინდიანა" 29 ივლისს გამართავს. ბითაძეს, სავარაუდოდ, არც იმ შეხვედრაში უნდა ველოდოთ.

სხვა სტატიები