Belive

როდის დაბრუნდება სტეფ კარი? 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ გუნდის ლიდერის სტეფ კარის დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. "რა თქმა უნდა, სტეფი ამ სეზონში ითამაშებს. ასევე არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ კარი მარტში დაბრუნდეს. იმედი მაქვს, ისიც და კლეიც მიმდინარე გათამაშებაში დაბრუნდებიან",-თქვა კერიმ. მცირე ხნის წინ გაირკვა, რომ 31 წლის გამთამაშებელი ვარჯიშს უკვე დამხამრე სამედიცინო ხელსაწყოს გარეშე ახერხებს. სტეფ კარიმ ამ სეზონის დასაწყისში ხელი მოიტეხა და ტრავმირებულ ტომპსონს შეუერთდა, რომელიც მძიმედ წინა სეზონის სუპერფინალში "ტორონტოს" წინააღმდეგ დაშავდა. ლიდერების არ ყოფნის გამო, "მეომრები" დასავლეთ კონფერენციის ფსკერზე დაეშვნენ და ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი საგრძნობლად შეუმცირდათ.

სხვა სტატიები