Belive

რუდი ფერნანდესი: ,,აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რუდი ფერნანდესმა, ევრობასკეტის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი საფრანგეთს შეხვდება:

,,უდავოა, რომ ეს განსაკუთრებული ფინალია. აქ იმისთვის ვართ, რომ ტურნირის ბოლო მატჩისგან, რომელშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს ვხვდებით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომენტით დავტკბეთ და პარკეტი თავაწეულებმა დავტოვოთ.

ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები ბედნიერები არიან, ამას ვხედავ. შეხვედრას მოუთმენლად ელიან. მათ არაფერს ვეუბნები, დაე, თამაშით სიამოვნება მიიღონ. არც მე, 37 წლის ასაკში, და არც 21 წლის გარუბამ, არ ვიცით, კიდევ ვითამაშებთ თუ არა ფინალში. სპორტში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს,'' - განაცხადა ფერნანდესმა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დღეს გაიმართება. შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები