Belive

საბერძნეთი 81:69 საქართველო - ყველა შანსი დავკარგეთ

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის. ჩვენი ნაკრები კრეტაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიშით, 81:69 დამარცხდ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მასპინძლებმა დღევანდელი თამაში კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოიგეს. მე-2 პერიოდში საქართველოს ნაკრები მეტოქესთან მიახლოვებას ცდილობდა, თუმცა მიუტევებელმა შეცდომებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა და ბერძნებმა ტაიმი 13 ქულით მოიგეს - 31:44. დღევანდელ თამაშში მასპინძლებს მე-3 მეოთხედში სამქულიანების სიზუსტის 46%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, რითაც საქართველოს 22 ქულით გაექცნენ. ამის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს. მე-3 პერიოდის ბოლოს ჯერ 8 ქულით მივუახლოვდით ბერძნებს, მატჩის დასრულებამდე კი მათთან 4-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა. სამწუხაროდ, ჩვენებმა მეტი ვეღარ მოახერხეს - 69:81. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომლის გაჩერერებასაც ბერძნები მთელი თამაშის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ბლოკი, მარგი ქმედების კოეფიციენტი - 37. საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო მატჩს 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთთან გამართავს.

იხილეთ მიმოხილვა

სხვა სტატიები