Belive

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებს ორი ლიდერი გამოაკლდა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ხვალ, 16 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი, სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბერძნეთის ნაკრებს, ამ შესარჩევი ციკლის წინ, გუნდის ლიდერი გიანის ანტეტოკუმპო გამოაკლდა. როგორც ცნობილი ხდება, გიანისი არ იქნება ერთადერთი დანაკლისი საბერძნეთის ნაკრებისთვის. სტუმრებს ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარებიან გუნდის ლიდერები: 34 წლის იოანის ბურუსისი და 33 წლის გიორგიოს პრინტეზისი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ვერ დაეხმარებიან გუნდის ერთ-ერთი ლიდერები ნაკრებს, თუმცა ეს დანაკლისი ერთიორად ზრდის ჩვენს შანსებს გამარჯვებისთვის.

სხვა სტატიები