Belive

საბონისი საკრამენტოში | იზრდება თუ არა გოგა ბითაძის შანსები

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გუნდებს შორის რამდენიმე ცვლილება შედგა. ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა", ქართველი კალათბურთელის უშუალო კონკურენტი, დომანტას საბონისი გაცვალა. ლიეტუველი კალათბურთელი "საკრამენტო კინგსში" გაუშვეს, რაც ერთი შეხედვით გოგას წისქვილზე წყალს ასხამს, თუმცა ინდიანაპოლისელებმა სანაცვლოდ ბადი ჰილდი, ტაირის ჰელიბარტონი და ტრისტან ტომპსონი მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ "ინდიანას" მხრიდან "საკრამენტომ" საბონისთან ერთად, ჯასტინ ჰოლიდეი და ჯერემი ლემბიც გადაიბირეს. იქედან გამომდინარე, რომ "ინდიანას" გუნდში გოგასთან ერთად ორი ძლიერი ცენტრი ჰყავდა, ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა. ერთი შეხედვით დომანტას საბონისის გადასვლამ გოგას კარიერული განვითარების მხრივ იმედები ჩასახა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდში ტრისტან ტომპსონი მოვიდა, რაც გოგასთვის კონკურენციის დონეს ფაქტობრივად იგივე ნიშნულზე ტოვებს.

სხვა სტატიები