საკალათბურთო კლუბ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ესპანეთის 2019/20 წლების საკალათბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ესპანური ასპარეზი სხვა ფორმატით გაგრძელდა, რომლის გამარჯვებული ქართველთა და ვიტორიელთა სასიხარულოდ, თორნიკე შენგელიას კაპიტნობით მოასპარეზე “ბასკონია” გახდა.

ფინალურ შეხვედრაში “ბასკონიამ” “ბარსელონას” დაძაბულ თამაშში, ანგარიშით – 69:67 სძლიეს. აღნიშნული მარცხიდან გამომდინარე, “ბარსელონას” მესვეურებმა 70 წლის სერბი სპეციალისტი, სვეტისლავ პეშიჩი, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელებმა ახალი მწვრთნელის მოძებნა უკვე მოახერხეს და მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” შარუნას იასიკევიჩუსი ჩაუდგება სათავეში.

შარუნას იასიკევიჩუსი 44 წლის, ყოფილი კალათბურთელია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კალათბურთის მოყვარულებს თავს “ჟალგირის კაუნასის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ამახსოვრებდა.

(351)

საკალათბურთო კლუბ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ეყოლება

სტატიის ავტორი
-