Belive

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მონაწილე გაირკვა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გუშინ ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. 15 თვიანი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დღეს ჩინეთის საგზური პუერტო-რიკომ, დომინიკის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ და კოტ დივუარმა მოიპოვეს. ამითი ცნობილი გახდა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩინეთის 8 ქალაქში იასპარეზებენ: მასპინძელი: ჩინეთი. აფრიკა: ანგოლა, კოტ დივუარი, ნიგერია, სენეგალი, ტუნისი. ამერიკა: არგენტინა,ბრაზილია,კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, პუერტო რიკო, ა.შ.შ., ვენესუელა. აზია: ავსტრალია.ირანი, იაპონია,იორდანია,სამხრეთ კორეა,ახალი ზელანდია, ფილიპინები. ევროპა: ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია,საბერძნეთი, ლიტვა,იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუსეთი,სერბეთი,ესპანეთი,თურქეთი. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 16 მარტს შენჟენში გაიმართება, სადაც 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. მსოფლიო ჩემპიონატი კი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები