Belive

სამედიცინო კუთხით თამაში შესაძლებელია - ყველაფერს ზუროსი გადაწყვეტს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებისთვის თამაშს შეძლებს.

გოგა ბითაძემ ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიის წინააღმდეგ მატჩის ძირითადი დროის მიწურულს ტრავმა მიიღო, რის გამოც ზუროსმა იგი სათადარიგო სკამზე დასვა, თუმცა რამდენიმე წუთში გოგა პარკეტზე კვლავ დაბრუნდა და ერთ-ერთ მომენტში მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნისას, მან მარჯვენა კოჭის არეში კვლავ ტკივილი იგრძნო, რის გამოც თამაში ვეღარ გააგრძელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კუთხით გოგა ევრობასკეტზე თამაშს შეძლებს, კვლევებმა კარგი პასუხი აჩვენეს და "ინდიანას" ცენტრს რთული ტრავმა არ აღმოაჩნდა, თუმცა ყველაფერს საქართველოს ნაკრების ბერძენი თავკაცი - ილიას ზუროსი გადაწყვეტს.

გოგა ბითაძის ტრავმის შესახებ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე ტურის მატჩს 3 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები