Belive

სამწუხაროდ გოგა ბითაძის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სამწუხაროდ,"ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრის - გოგა ბითაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბითაძემ კოჭის ორი მყესიდან, ერთ-ერთი გაიწყვიტა. ქართველი ცენტრი განმეორებით შემოწმებას ორი კვირის შემდეგ გაივლის და მისი პარკეტზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება. გოგა ბითაძე შესაძლოა თებერვალში დაბრუნდეს, თუმცა მანამდე დაახლოებით 20-25 თამაშის გაცდენა მოუწევს. ასევე ცნობილია, რომ ბითაძის ტრავმიდან გამომდინარე "პეისერსი" ახალი მოთამაშის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

სხვა სტატიები