Belive

სანაძე ევროპაში დაბრუნდა - დუდა სერბულ კლუბში ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დუდა სანაძე ევროპაში დაბრუნდა, ქართველი კალათბურთელი კარიერას "ბორაცში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სერბული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მსროლელმა "ბორაცთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანაძე ბოლოს ყატარში, "ალ ხორას" რიგებში ასპარეზობდა. აზიაში დუდას საშუალო მონაგარი 24 ქულა, 5.5 მოხსნა და 3.6 ასისტი იყო. რაც შეეხება "ბორაცს", გუნდი ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობს, სადაც მიმდინარე სეზონში 4 მოგებითა და 11 მარცხით მე-12 პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, ქართველი კალათბურთელის დებიუტი სერბეთში 5 თებერვალს შედგება.

სხვა სტატიები