გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა გაიმართა, სადაც EUROBASKET 2025-ის მასპინძლები დასახელდა. ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და უკრაინა EUROBASKET 2025-ს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის ფონზე, უკრაინის ტერიტორიაზე ამ დროისათვის სპორტული ღონისძიების გამართვა შეუძლებელია – უკრაინის ეროვნულ საკალათბურთო […]
ფიბამ რუსული ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს (მათ შორის 3X3 კალათბურთის ნაკრებს) ფიბას ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება აეკრძალა. შედეგად, რუსეთის გარეშე ჩაივლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში, თბილისში უნდა ეთამაშა. .@FIBA Statement on Russian teams and officials.https://t.co/Lw5UPqQgQu — FIBA Media (@FIBA_media) March 1, 2022 […]
ილიას ზუროსი – გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. თბილისში გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 91:70 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რიგით მეორე დაპირისპირება სკოპიეში გაიმართა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 65:79 დამარცხდა. ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია საქართველოს ნაკრებმა […]
ძველი ჰიმნის ჩართვის გამო, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს უმასპინძლა და 65:79 დამარცხდა. მატჩის წინ, დარბაზში საქართველოს ძველი ჰიმნი გაისმა, რასაც ჩვენი ნაკრების წევრებისგან პროტესტიც მოჰყვა. რამდენიმე წუთის წინ, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და საქართველოს ბოდიში მოუხადა: “ძვირფასო ქართველებო, ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ მაკედონია – […]
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას მეორე მატჩიც მოუგო
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:65 დაამარცხა. ილიას ზუროსის გუნდს 24 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით თად მაკფადენმა ულიდერა. 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე. ჩრდილოეთ მაკედონიელთა შემადგენლობაში 25 ქულით, 7 მოხსნითა […]
გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშს FIBA სახალისოდ გამოეხმაურა
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, “სპორტის სასახლეში” გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 91:70 დასრულდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა – გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე 31:13 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, შერმადინმა 20 ქულის, 15 მოხსნისა და […]
საქართველოს ნაკრების ყველა სამქულიანი ჩრდილოეთ მაკედონიასთან | VIDEO
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე იასპარეზოს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 შეხვედრა უკვე გამართა. პირველ მატჩში ქართველებმა უკრაინელებს უმასპინძლეს და ანგარიშით – 88:83 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებს ესტუმრნენ და […]
ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, “სპორტის სასახლეში” გაიმართება. საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა – დრაგან ბაიჩმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო უპირობო ფავორიტია. “სანაკრებო შეკრება სათასო დაპირისპირებების დასრულებისთანავე დაიწყო. […]
მაკედონიის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის
ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში გასამართი მატჩისთვის ემზადება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დღეს 12-კაციანი განაცხადი დაასახელა. მაკედონიელებს უკანახაზელი ნენად დიმიტრიევიჩი (ვალენსია) დააკლდებათ. გარდა ამისა, გუნდს ვერ დაეხმარებიან NCAA-ში მყოფი ლეგიონერები. მაკედონიის შემადგენლობა საქართველოსთან: ბოიან კრსტევსკი, ანდრეი მიტრევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, ვოიდან სტოიანოვსკი, მაქსიმ მიტევსკი, პაველ დანაილოვსკი, ტედორ სიმიკი, დამჯან რობევი, ანდრეი მასლინკო, ვალმირ კაკრუკი, ჯეიკობ უილი, […]
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 2021 წელი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისათვის 2021 წელი განსაკუთრებული დატვირთვის მქონე წლის დასკვნით ფაზაში გახდა, როდესაც გუნდმა მსოფლი ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელ ასპარეზში ჩაერთო. 2021 წელს ჩვენმა ნაკრებმა 4 საერთაშორისო შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი EuroBasket-ის საკვალიფიკაციო გახლდათ, რომელიც ჩვენთვის სრული ფორმალობა იყო, ვინაიდან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ვართ. თუ ბევრის კითხვა “გეზარება” ან დრო არ გაქვს, შეგიძლია მხოლოდ […]
სათამაშო ბიზნესის გადაწყვეტილება სპორტის სპონსორობის შეწყვეტასთან დაკავშირებით
20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ -მ გამართა პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე იმსჯელეს მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის, სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საქართველოში სპორტის განვითარებაზე. ახალი კანონპროექტით, […]