დღეს თბილისში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს საბერძნეთთან მარცხის შემდეგ, საქართველომ ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თამაშამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა: “დღეს ამ 2-წლიანი ციკლის ბოლო მატჩი გველის. მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. […]