Belive

სანდრო მამუკელაშვილი ისევ ბრწყინვალეა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში "სეტონ ჰოლის" რიგებში ასპარეზობს. სანდროს გუნდმა "კრეიტონის" წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში 6-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 81:75 იმარჯვა, რომელშიც ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის. მამუკელაშვილის აქტივში 17 ქულა, 2 ასისტი, 1 ბლოკი და 9 მოხსნაა. ამრიგად, ქართველ მოთამაშეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 21 თებერვალს, "ხავიერის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები