Belive

სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მისაღებად იბრძვის

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ის გუნდ "სეტონ ჰოლში" ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელი სეზონის დასაწყისშივე საკუთარი გუნდის ლიდერად მოიაზრებოდა, მასზე მიმდინარე სეზონში საკმაოდ დიდი მოლოდინები იყო, რომელიც მართლდება კიდეც, ვინაიდან ყველანაირ დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად უმკლავდება. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ 2021 წლის NBA-ის დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილიც დადგება და მომდევნო სეზონიდან დიდი შანსით ასპარეზობას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში განაგრძობს. NCAA-მ მამუკალაშვილი კარლ მელოუნის პრიზის საუკეთესო 10 კანდიდატს შორის დაასახელა, პრიზის მფლობელი კოლეჯის საუკეთესო მძიმე ფორვარდი უნდა გახდეს, შესაბამისად ქართველ ლეგიონერს პრიზის მოგების სოლიდური შანსი აქვს. ხმის მისაცემად საჭიროა, რომ დააკლიკოთ აქ და შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ უნდა მიუთითოთ თქვენი მეილი, რომელზეც მოგივათ დასადასტურებლად ლინკი, რომლის დადასტურების შემდეგ თქვენი ხმა ოფიციალურად მიღებული იქნება. Live.ge წარმატებებს უსურვებს სანდროს!

სხვა სტატიები