სანდრო მამუკელაშვილი “ქსავიერთან” გამართული მატჩის MVP გახდა

სანდრო მამუკელაშვილის ჩავარდნა საბედნიეროდ ერთმატჩიანი გამოდგა. წინა ტურში “ჯორჯთაუნთან” 25 წუთში ჩაგდებული 2 ქულის შემდეგ მამუკელაშვილმა დღეს თავის გუნდს “ქსავიერთან” მატჩში ულიდერა და  გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

Big East-ის კონფერენციის მე-5 ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა “ქსავიერ მუშკეტერებს” უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 85:68 დაამარცხეს. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. “მამუს” პასივში 6 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ნახსენები შედეგიანობის გათვალისწინებით ის მატჩის MVP მაინც გახდა.

სეტონ ჰოლს Big East-ში ყველაზე მეტი – 4 გამარჯვება აქვს და 1 წაგების გამო პირველ ადგილზე მყოფ, დაუმარცხებელ “ვილანოვას” ჩამორჩება. შემდეგ მატჩს მეკობრეები 3 იანვარს “ბატლერთან” გამართავენ.

 

 

 

წყარო: GBF.GE

(3461)

სანდრო მამუკელაშვილი “ქსავიერთან” გამართული მატჩის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-