Belive

სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკ ბაქსის" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა, G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა.

სანდროს კლუბმა მეტოქე 114:102 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. მამუკელაშვილმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგია: 22 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ამ სტატისტიკით ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულა Vs. ფორტ უეინი

სხვა სტატიები