სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში იფრინა | ვისკონსინი დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა, სადაც “ვისკონსინმა” საკუთარ არენაზე “ლეიქლენდს” უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სანდროს გუნდი თამაშის განმავლობაში არაერთხელ ჩამორჩებოდა ოპონენტ გუნდს, შეხვედრის დასასრული დრამატული გამოდგა – “ლეიქლენდმა” მხოლოდ 1-ქულიანი სხვაობით მოიგო.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 109:110, “ლეიქლენდის” სასარგებლოდ.



ქართველი ლეგიონერი პარკეტზე გატარებულ 33 წუთში საკუთარ გუნდს 28 ქულით, 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა 3-ქულიანი 8 მცდელობიდან 6-ჯერ ჩააგდო.

“ვისკონსინი” კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებს.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, “კოლეჯ პარკის” წინააღმდეგ გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში იფრინა | ვისკონსინი დამარცხდა

სტატიის ავტორი
-