Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ჯორჯთაუნთან მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" NCAA-ის ეგიდით მორიგი მატჩი გამართა, სადაც "ჯორჯთაუნთან" 6-ქულიანი სხვაობით 75:81 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ "სეტონ ჰოლი" დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი შედეგიან ასპარეზობას კვლავ განაგრძობს და მან თავის გამოჩენა "ჯორჯთაუნთან" შეხვედრაშიც შეძლო. პარკეტზე ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ქულა სწორედ სანდრომ ჩააგდო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. "სეტონ ჰოლის" ქართველმა ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.


 
"ჯორჯთუანთან" მარცხით "სეტონ ჰოლმა" 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაასრულა. ''სეტონ ჰოლი" 13 მოგებით და 9 წაგებით კონფერენციის მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 25 თებერვალს  სტუმრად "ბატლერთან" გამართავს.

სხვა სტატიები