Belive

საოცარი ტრანსფერები NBA-ში: კავაი და პოლ ჯორჯი ერთად ახალ გუნდში ითამაშებენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ში სატრანსფერო სეზონი გრძელდება. ამჯერად თავისი გადაწყვეტილება კიდევ ორ ვარსკვლავმა მიიღო. ადრიენ ვოინაროვსკის (ESPN) ინფორმაციით, "ოკლაჰომას" თავდამსხმელი პოლ ჯორჯი ლოს ანჯელეს "კლიპერსში" გადადის. მან ტრანსფერი მოითხოვა და ოკლაჰომა ჯორჯის სანაცვლოდ "კლიპერსისგან" დანილო გალინარის, შეი ალექსანდრს, დრაფტის პირველი რაუნდის ოთხ დაუცველ, ერთ დაცულ პიკსა და თავისი პიკების ორჯერ გაცვლის უფლებას მიიღებს. მეორე სუპერტრანსფერი კი, ფინალების მოქმედი MVP  და ორი ბეჭდის მფლობელი, სუპერვარსკლავი კავაი ლეონარდი, ასევე ლოს ანჯელესში წავიდა და ახლა უკვე იქიდან შეეცდება ჩემპიონობის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ MVP "კლიპერსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და პოლ ჯორჯთან და ლუ უილიამსთან ერთად კიდევ ერთი გამოკვეთილი ფავორიტი გახდება მომავალ წელს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ასევე იხილეთ: ყველა ცვლილება NBA-ში!.   

სხვა სტატიები