Belive

საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, დონალდ ტრამპმა კობი ბრაიანტისთვის ძეგლის დადგმა გადაწყვიტა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ეროვნული გმირების პარკის გახსნის ბრძანებულებას ხელი მოაწერა, სადაც განთავსდება გამორჩეული სპორტსმენების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მხატვრების ქანდაკებები. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პარკში განსათავსებელი ისტორიული პიროვნებების მონუმენტებს შორის იქნება "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდა, კობი ბრაიანტი, Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი, NASA-ს ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, პირველი ქალი ავიატორი ამელია ერჰარტი, ათლეტი ჯესი ოუენსი, ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ბენჟამინ ფრანკლინი და სხვები. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი კარიერის განმავლობაში ორჯერ დასახელდა ფინალური სერიის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ. კობი 2020 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. მისი ვერტმფრენი ლოს ანჯელესის მახლობლად მთის კალთას შეეჯახა. კალათბურთელისა და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიანას გარდა, ბორტზე კიდევ შვიდი მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. კობი 23 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.

სხვა სტატიები